Saturday, June 11, 2016

მეცხრე დღე
 გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები,განვიხილეთ პროექტის თითოეული საქაღალდე. ტრენერისგან მივიღეთ რეკომენდაციები.ჩავასწორეთ ხარვეზები.ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ საქაღალდე დრაივზე და შემდეგ გავაზიაროთ ბლოგზე.

Thursday, June 9, 2016

მერვე დღე

ვიმუშავეთ VI-VII მოდულზე, გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს და თავი მოვუყარეთ მასალებს. ვიმუშავეთ საქაღალდეში დამხმარე, სადაც შევიტანეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული დავალების შაბლონები. შევქმენით მოსწავლეთა ჯგუფური დავალებების ხარაჩო, გავეცანით ფასილიტაციის პრეზენტაციას. გეგმის შაბლონში შევავსეთ გრაფები ძლიერი, არაქართულენოვანი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

მეშვიდე დღე

ვნახეთ და განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშების შაბლონი, ვისაუბრეთ ხუთი ტიპის შეფასებებზე, რა კრიტერიუმებით ფასდება მოსწავლეები, გავკეთეთ შეფასების რუბრიკა, გავეცანით თანატოლთა შეფასების ფორმას, შევავსეთ კოლაბორაციული შეფასების სქემა.

მეექვსე დღე

მუშაობა დავიწყეთ წყვილებში, გავეცანით ერთმანეთის პროექტებს. განვსაზღვრეთ დრო, ჯგუფები და აქტივობები, დავგეგმეთ პროექტის პროცედურები. ვისწავლეთ გამოყენებული მასალების დალინკვა, საავტორო უფლებებში მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვისაუბრეთ მათ სავარაულო პასუხებზე.

მეხუთე დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, პრეზენტაციის ბლოგზე დადება. ვიმუშავეთ დრაივში. ვიმუშავეთ აგრეთვე წყვილებში,გავეცანით წყვილების პროექტებს, მივეცით ერთმანეთს სათანადო რჩევები პროექტში ცვლილებების შესატანად.

მეოთხე დღე

ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებზე, მოსწავლეების საჭიროების შეფასებიდამ "მინდა-ვიცოდეს" კატეგორიიდან გავეცანით "ლობიოს დიდ რბოლას". ვნახეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი 1. დავიწყეთ მუშაობა გეგმის შაბლონში, შევიტანეთ რედაქტირებები, გავიხსენეთ თუ რომელი მოდულის ფარგლებში რა გვქონდა გაკეთებული.

მესამე დღე

საინტერესო იყო დგევანდელი დღე. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში, შევადგინეთ პროექტის მოკლე სცენარი, განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია. სურვილი მაქვს, პროექტში ჩავრთო სსსმ მოსწავლეც და საინტერესო გავხადო მისთვისაც ეს პროექტი.

Sunday, May 15, 2016

მეორე დღე

შევქმენით პუბლიკავცია პროექტისთვის. გავეცანი პროექტებით სწავლების დადებით მხარეებს

ვისაუბრეთ მასწავლებლის, მშობლის, მოსწავლის,კოლეგების და

დირექციის როლზე ამ პროექტში, აგრეთვე დავრეგისტრირდი

ბლოგზე



გამიჩნდა შეკითხვა სურათების კოპირებაზე

პირველი დღე

გავეცანით ერთმანეთს, გავაკეთეთ ჩვენი საქაღალდეები, ვნახეთ პროექტის ნიმუშები


ყველაფერი საინტერესო იყო.